ხშირად დასმული კითხვები
რამდენად უსაფრთხოა დაიპო - ქეარის® გამოყენება?
დაიპო - ქეარი® შეიცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კოსმეტიკურ ინგრედიენტებს და, შესაბამისად, კლასიფიცირდება, როგორც კოსმეტიკური პროდუქტი. საკვანძო ინგრედიენტი: პროტეაზული ფერმენტების ინჰიბიტორები, წარმოიქმნება ბუნებრივი ნედლეულისგან, რომელიც დერმატოლოგიურად გამოცდილია და დამტკიცებულია ბრიტანელი პედიატრების მიერ.
არის თუ არა დაიპო - ქეარი® ჰიპოალერგიული?
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა შეაფასა დაიპო - ქეარის® კრემით გაღიზიანება და მგრძნობელობა კანზე. ამ კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ დაიპო - ქეარი® არის: ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და რბილი კანზე გამოსაყენებლად. შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის და აღიარებულია პედიატრების მიერ.
შემიძლია განვაგრძო საფენის გამოყენება დაიპო - ქეარის® კრემთან ერთად?
თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ დაიპო - ქეარის® გამოყენება საფენებთან ერთად. დაიპო - ქეარი® არის მსუბუქი კრემი, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. სხვა პროდუქტებისაგან განსხვავებით, კრემი არ ეკრობა საფენს.
რამდენად სწრაფი შედეგი აქვს დაიპო - ქეარს®?
თქვენ შეგიძლიათ დადებითი ეფექტის ნახვა პირველივე კვირაში. კვლევებმა აჩვენა, რომ, მძიმე შემთხვევებში, სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი გამოყენება იწვევს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
შეიწოვება თუ არა დაიპო - ქეარი® ბავშვის კანში?
დაიპო - ქეარი® არის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, არ არის ტოქსიკური. კრემი არის ჰიპოალერგიული. დაიპო - ქეარი® გამოიყენება ადგილობრივად, შესაბამისად, სისტემური მოქმედება არის მინიმალური. უსაფრთხოების ეს შეფასება ემყარება კრემის ყველა ინგრედიენტის 100% შეთვისებას (შეწოვას). უსაფრთხოების შეფასების ეს ანგარიში შედგენილია დიდი ბრიტანეთის კოსმეტიკური უსაფრთხოების ექსპერტების მიერ. SED (სისტემური მოქმედების დოზირება) გამოიანგარიშება კანზე 100% შეწოვის ალბათობაზე. ანგარიშში მითითებულია, რომ პროდუქტი უსაფრთხოა გამოყენებისათვის.
რატომ არის დაიპო - ქეარის® კრემი ამ მოცულობის?
დაიპო - ქეარი® მოცულობით 40 გრამია, უზრუნველყოფს საკმარის, მრავალჯერად, უწყვეტ გამოყენებას რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჭიროების შესაბამისად. პროტეაზული ინჰიბიტორები ასევე პრევენციული ხასიათისაა, ამიტომ დაიპო - ქეარის® გამოყენება (ყოველი საფენის შეცვლის შემდეგ) ასევე ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას. რეკომენდებულია პროფილაქტიკისთვის.
როგორი სუნი აქვს დაიპო - ქეარის® კრემს?
დაიპო - ქეარს® არ აქვს სუნი.
შესაძლებელია თუ არა დაიპო - ქეარის® გამოყენება გამონაყარის, ჭრილობის, დაჟეჟილობის, ნაკაწრის დროს?
დაიპო - ქეარის® კრემის გამოყენება რეკომენდებულია გამოწვის დროს საფენის მიდამოში. (პერიანალური დერმატიტი და გამოყელვა).